საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
     
    სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
    დეკანის ბრძანება
                                                                                                                                        
    №16/29 - 01
    31.05.2016      
    ქ.თბილისი

    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა  კვლევითი პროექტების წინასწარი განხილვის, პრაქტიკის ანგარიშებისა და კვლევითი პროექტების დაცვების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის,  მე-6 პუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის დირექტორის ბატონ სერგო მელაძის 2016 წლის 30 მაისის  №439/29 წერილის საფუძველზე

    ვბრძანებ:
    1.    შეიქმნას ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა  კვლევითი პროექტების წინასწარი განხილვის, პრაქტიკის ანგარიშებისა და კვლევითი პროექტების დაცვების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისია შემდეგი შემადგენლობით:
    ა) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი  – ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
    ბ) ასოცირებული პროფესორი  ნანა კაციტაძე;
    გ) ასისტენტ-პროფესორი ვალერი არღუთაშვილი;
    დ)მერაბ ზედგინიძე – ეკონომიკისა და და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის მთავარი სპეციალისტი, ეკონომიკის დოქტორი;          
    ე) ასისტენტ-პროფესორი მერაბ ხოხობაია;
    ვ) მამუკა ხუსკივაძე – ეკონომიკისა და და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე, ეკონომიკის დოქტორი;          
    2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
    3.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

    ფაკულტეტის  დეკანი,     პროფესორი  თეიმურაზ ბერიძე